ანალიტიკოსის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკოსის ასისტენტი
მომწოდებელი: ტრიბა
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი. შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში.

ფუნქცია მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** გეგმიური და მიმდინარე რეპორტინგის პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის საქმიანობის შედეგების ანგარიშგებების მომზადება ანალიტიკურ ჭრილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მარალი გრძნობა;
** სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება.

დამატებითი პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
** ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)
** ასაკი: 23 წლიდან.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hr@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე