ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 28 ივნ
ააიპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (ღამის ცვლა) პოზიციაზე.

ააიპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას.

ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

** სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლეთათვის მომსახურების მიღების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა;
** არასიცოცხლის ზარალების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, შესაბამის განყოფილებებთან ინფორმაციის მიმოცვლა და დამდგარი შემთხვევის პროცესის დასრულების შემდეგი მონიტორინგი;
** ცენტრში არსებული სატელეფონო მომსახურების სტანდარტის დაცვა და უზრუნველყოფა;
** შემოსული ზარების გადამისამართება თანამშრომლებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
** კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 მაისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე