ტენდერი - ინეტნერნეტ ბანკინგის საიტის დიზაინი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი - ინეტნერნეტ ბანკინგის საიტის დიზაინი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
თანდართული ფაილი: 176455-anonsment.zip
სს "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. "პროკრედიტ ბანკი" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.


პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს: ინეტნერნეტ ბანკინგის საიტის დიზაინის შექმნაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სამუშაოების ღირებულების ცხრილი
** სააპლიკაციო ფორმა;
** ინტერნეტ ბანკინგის სავარაუდო რუკა


ტენდერის მოთხოვნები:

** საიტის დიზანი უნდა შეიქმნას UX ს.ს. "პროკრედიტ ბანკის" ბრენდ ბუკისპრინციპების გათვალისწინებით
** შექმნილი საიტი უნდა იყოს თავსებადი დესკტოპ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან, პლანშეტებთან და ა.შ (ე.წ Responsive)
** გათვალსიწინებული უნდა იყოს SEO ოპტიმიზაციის მოთხოვნები
** მოწოდებული უნდა იქნას საიტის კოდის (CSS, Javascript) დაუკომპრესირებელი/სამუშაო ვერსია
** გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შექმნა საიტის ყველა გვერდი/მოდული ( საიტის გვერდების, მოდულების სავარაუდო რაოდენობა თანდართულია საიტის რუკის სახით)
** საიტის ენა - ქართული / ინგლისური
** საიტის შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში კომპანია ვალდებულია მოგვაწოდოთ მხარდაჭერის სერვისი
** საიტი თავსებადი უნდა იყოს ყველაზე გავრცელებული ბრაუზერების ვერსიებთან (Internet Explorer, Google Chrome, Opera, Mozilla Firefox, და Safari)

საიტის ინტეგრაციას განახორცილებს ს.ს. "პროკრედიტ ბანკი"


დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. ფასების ცხრილი);
** ანგარიშსწორების პირობები (იხ. ფასების ცხრილ;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან / ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის ასლი
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში); - სააპლიკაციოს ფორმის შესრულებულ და მიმდინარე პროექტის ველებში მიუთითეთ თქვენი კომპანიის მიერ შექმნილი საიტების მისამარი და დამკვეთის დასახელება (ან დაურთეთ თვენი პორტფელის CD დისკზე)

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში ;

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება / ფიზიკური პირის შემთვევაში სახელი და გვარი ;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება (შესყიდვების ქვეგანყოფილება);
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (http://procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 01 ივნისი 2018 წ. (17:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ალექსანდრე თარგამაძე
აპლიკაციების ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1812)
E-mail: a.targamadze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: tenders@procreditbank.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე