იურიდიული სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურიდიული სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
საქართველოს ბაზარზე წამყვანი ევროპული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საფინანსო მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 9:00-18:00
სახელფასო განაკვეთი: 4000-6000 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის მარეგულირებელი დოკუმენტაციის შედგენა/განახლება/მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ეროვნულ ბანკთან ურთიერთობა, ფულის გათეთრების კანონმდებლობის მიხედვით კომპანიის დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიასა და მესამე პირებს შორის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;
** იურიდიული დოკუმენტაციის, სხვადასხვა ბრძანებისა და ხელშეკრულების მომზადება;
** კომპანიის ნებისმიერი იურიდიული პრობლემის გადაჭრა, შესაბამისი დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებათა შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** აუცილებელია იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (პრიორიტეტულია ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება);
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: calfd.co@client.jobs.ge

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე