ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
საქართველოს ბაზარზე წამყვანი ევროპული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საფინანსო მომსახურებას აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 9:00-18:00
სახელფასო განაკვეთი: 5000-6000 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავება ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების გათვალისწინებით;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური რისკების განსაზღვრა;
** კომპანიის ფინანსურ ინდიკატორებზე დაკვირვება და რჩევები მოგების გასაზრდელად;
** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა და შესაბამისი ამოცანების კონტროლი;
** ფინანსური და საბუღალტრო გუნდის მართვა;
** ფინანსური ანგარიშების მომზადება IFRS სტანდარტების შესაბამისად;
** საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშების მომზადება და ზედამხედველობა;
** ზუსტი და მაღალი ხარისხის ფინანსური და საბუღალტრო მონაცემების უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო აღრიცხვის/ტრანზაქციების კონტროლი;
** მონაცემთა შედარება ძირითადი პროგრამასა და საბუღალტრო პროგრამას შორის;
** კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება საფინანსო სექტორში ფინანსური მენეჯერი, რეპორტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან მსგავსი:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** მიკრო საფინანსო სექტორის საკანონმდებლო და რეგულაციების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ძალიან კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა სავალდებულოა;
** ადგილობრივი საგადასახადო რეგულაციების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: calfd.co@client.jobs.ge

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე