მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
საქართველოს ბაზარზე წამყვანი ევროპული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საფინანსო მომსახურებას აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 9:00-18:00
სახელფასო განაკვეთი: 4000-5000 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაოს აღწერა:

** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი წესებით დოკუმენტირების და შენახვის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის, ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა შიდა პოლიტიკის და გარე მოთხოვნების/პროცედურების მიხედვით;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ფულის მოძრაობის მართვა და მონიტორინგი;
** ვალდებულებებისა და მოთხოვნების აღრიცხვა, მართვა და მონიტორინგი;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების, საკუთარი კაპიტალის აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (1C) აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ფულადი ტრანზაქციების დროული წარმოების უზრუნველყოფა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
** თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება;
** დეკლარაციების შედგენა-გადაგზავნა საბუღალტრო პროგრამით;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება: მოგება-ზარალის (Profit/Loss), სრული შემოსავლის (Income), ფულის მოძრაობის (Cash flow) და ბალანსის უწყისების (Balance Sheet) წარმოება, საცდელი ბალანსის მომზადება (Trial balance), თვის და წლის დახურვის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
** საბუღალტრო გუნდის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება (ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები), ეკონომიკა, სტატისტიკა;
** აუცილებელია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება (პრიორიტეტულია ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება);
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: calfd.co@client.jobs.ge

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე