IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: Crystal Communication Georgia
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
"Crystal Communication Georgia" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება - სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა ან ინფომატიკის განხრით;
** პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლიანი ცოდნა (Windows , Linux-ის ტიპის ოპერაციული სისტემებთან მუშაობის გამოცდილება);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის (ადმინისტრირების) გამოცდილება (Oracle, MS SQL, DB2, ან MySQL).
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (ადმინისტრირება) (LAN, WAN), პროტოკოლები (TCP/IP) და პერიფერიული მოწყობილობები;
** VoIP ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილება.
** ქსელური პროტოკოლების ღრმა ცოდნა, ქსელური (მათ შორის უსადენო) მოწყობილობების
** გლობალური ქსელების დაგეგმარების, დანერგვის, შექმნისა და განაწილების გამოცდილება;
** VPN ტექნოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** სარეზერვო კოპირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** სისტემური უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ადმინისტრირება-მხარდაჭერა)
** მონაცემთა ცენტრში (Data-center) არხების, დისტანციური ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობა-მშენებლობა, კონფიგურირება, გამართვა, მონიტორინგი-მხარდაჭერა.
** სცენარების (სკრიპტების) შექმნის უნარი.
** ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმარება-დოკუმენტირება.
** ვირტუალიზაციასთან მუშაობის (ადმინისტრირება, მხარდაჭერა) გამოცდილება (Hyper-V, VMware, Virtualbox-DVA), კლატერული ტერმინალ სერვერების (Windows) ცოდნა.
** IT სფეროში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება: კომპანიების (Avaya, NICE, Cisco, VMware, NetApp, Citrix, Websense, Aruba, McAfee) ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მოთხოვნები:

** ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად; რუსულის და ინგლისურის კარგი ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, თავაზიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, არა კონფლიქტურობა.
** ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დასახული ამოცანების პრიორიტეტებად დაყოფა-დაგეგმარების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში დასახული ამოცანების შესრულების უნარი;
** უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოტივირებული მიზანდასახულობა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
** წერილობითი ფორმით გადმოცემისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიების პროდუქტების სრულყოფილი შესწავლა და ექსპერტული დონის განვითარება;
** სისტემის (პროდუქტების) ფუნქციონირების და შესაძლებლობების პრეზენტაცია.
** კომპანიაში არსებული პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა (დისტანციური მართვის მეშვეობით - საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტით);
** კომპანიის მიერ დასახული ტექნიკური ამოცანების ჩამოყალიბება დაგეგმარება და დოკუმენტირება;
** მომხმარებელთა კითხვებზე დროული რეაგირება, ვითარების სწორი შეფასება, ტექნიკურად მართებული გადაწყვეტილების მიღება, პრობლემატური საკითხების სწრაფი და ხარისხიანი გზით მოგვარება.
** კომპანიის ახალ და მიმდინარე პროექტების დანერგვაში აქტიური მონაწილეობა (კომპეტენციის ფარგლებში), როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
** მომხმარებლისათვის ტრენინგების ჩატარება;
** კომპანიის საბაზო ცოდნა-განვითარებაში წვლილის შეტანა.

კანდიდატების შერჩევა: კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს ვაკანსიის მოთხოვნებს.

სამუშაო პირობები:

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** პირველ სამ თვეში: პირველი დონის ფიქსირებული ანაზღაურება (ცოდნისა და შედეგების მიხედვით)
** შემდგომ სამ თვეში: მეორე დონის ანაზრაურება (ცოდნისა და შედეგების მიხედვით)
** ექვსი თვის გასვლის შემდეგ (ჩატარებული სამუშაოების შეფასების შემდგომ) სპეციალისტს გაუფორმდება სათანადო კონტრაქტი.
** ანაზღაურების შეფასება განხორციელდება (1000 ლარიდან ) + ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
** თუ სპეციალისტი აკმაყოფილებს აღნიშნულ ყველა მოთხოვნას, მას პირველივე ეტაპზე (3 თვის განმავლობაში) გაუფორმდება საშტატო ხელშეკრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტო აუცილებელია) ელ.ფოსტაზე: info@crystalcomm.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე