ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Evolution Gaming
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
"Evolution Gaming" შვედური ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. ევოლუშენი, სამორინეებს "Live" გადაწყვეტილებებს სთავაზობს, თანამშრომლობს ამ სფეროში მოღვაწე თითქმის ყველა კომპანიასთან და წლებია, მსოფლიოს მაშტაბით ლიდერის პოზიციებს არ თმობს. დღეს "Evolution Gaming"-ი 3800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და მსოფლიოს 12 ქვეყანაში ოპერირებს.

ამჟამად, "Evolution Gaming"-ი აცხადებს ვაკანსიას, ელექტრიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ოფისის დაბალი ძაბვის ელექტრომომარაგების ქსელების სამონტაჟო, სარემონტო, ტექნოლოგიური და ენერგეტიკული დანადგარების ქსელში ჩართვის სამუშაოების ჩატარება;
** ელექტროგანათების ხაზებისა და ობიექტების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** სუბკონტრაქტორებთან მუდმივი ურთიერთეობა
** ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით;
** ელექტროგაყვანილობის გამართულობის შემოწმება;
** არსებული ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** ** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად ელექტროგაყვანილობის მიმდინარე სამუშაოების განხორციელება;

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** განათლება - ტექნიკური;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სატრანსფორმატორო ქვესადგურში გეგმიური სამუშაოების ჩატარების უფლება;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** პუნქტუალობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:00 დან საღამოს 18:00 მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: geocv@evolutiongaming.comდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://smrtr.io/tFsFSQ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე