განვადების ოფიცერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: განვადების ოფიცერი - ქუთაისი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: განვადების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** კრედოს საგანვადებო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერის/ების გაკეთება
კლიენტების აპლიკაციის დარეგისტრირება ზუსტი და უტყუარი მონაცემებით ბაზებში;
** განვადების ბარათების გაცემა და გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
** მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
** კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტის სათანადო ყურადღების ქვეშ ყოფნის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
** კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების პრომოუშენის ჩატარება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
** კრედოს ჩაცმის კოდექსის დაცვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.)

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
** ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
** აქტიური და ყურადღებიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მაგ. "სესხის ოფიცერი კასპში")

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 31 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე