გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 450 ლარი + ბონუსები

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის გამოცდილება აქვთ პარფიუმერიის, ტანსაცმლის ან ტექნიკის მაღაზიაში).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ასაკი: 21 წლიდან.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: HR@navne.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე