მომხმარებლის გამოცდილების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომხმარებლის გამოცდილების ოფიცერი
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
თანდართული ფაილი: 176391-finca-app.zip
"FINCA Bank Georgia" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლის გამოცდილების ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანტური თანამდებობა: 1

ძირითადი ფუნქციები:

** აქტიურად ურთიერთობს სერვის ცენტრის თანამშრომლებთან მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით
** ეხმარება ფილიალის მენეჯერს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მიღწეული შედეგების შენარჩუნებაში.
** სისტემატიურად ახორციელებს ვიზიტებს სერვის ცენტრებში, მონიტორინგს უწევს მომსახურების დონეს, აფიქსირებს ხარვეზებს რომელიც დაკავშირებულია მომსახურების პროცესთან
** უწევს ქოუჩინგს თანამშრომლებს
** მხარს უჭერს სერვის ცენტრის თანამშრომლებს მომსახურების სტანდარტის დაცვაში
** ადგენს ინდივიდუალურ განვითარების გეგმებს
** ხვდება სერვის ცენტრის თანამშრომლებს და უზიარებს მათ დაკვირვების შედეგებს
** კვარტლურად ამზადებს დაკვირვების შედეგების დეტალურ რეპორტს
** ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართულის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook) - ის ცოდნა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა. (არ განიხილება გამოგზავნილი რეზიუმე "CV").

სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ: vacancy@finca.ge

გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითოთ "მომხმარებლის გამოცდილების ოფიცერი"

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე