საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი ვეფხი და მოყმე
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 17 ივნ
რესტორანი "ვეფხი და მოყმე" აცხადებს ვაკანსიებს:

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის ან მარკეტინგის სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

მოვალეობები:

** მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
** სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და მართვა
** პრეზენტაციების გაკეთება და წარდგენა ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვის
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა (საჭიროებიდან გამომდინარე)
** ფოტო გადაღებების უზრუნველყოფა (საჭიროებიდან გამომდინარე)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** შედეგზე ორიენტირებული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული
** მოტივირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vepkhidamokme1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

2. მიმტანი (გოგონა)

მოთხოვნები:

** 18-დან 25 წლამდე
** რუსული და ინგლისური ენების ელემენტარულ სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველების უნარი
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** თავაზიანი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე
** ენერგიული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vepkhidamokme1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და წინ სვლის პერსპექტივას, მთავარია თქვენ იყოთ მონდომებული და კეთილგანწყობილი.

მის: მარშალ გელოვანის 3/3 (გაგარინის აღმართი)
Fb: vepkhi da mokme/ვეფხი და მოყმე
ტელ: 595 30 11 33
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე