გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Georgian Auto House
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 17 ივნ
სადილერო კომპანია "Georgian Auto House", რომელიც უზრუნველყოფს მანქანების იმპორტს ამერიკიდან საქართველოში, გთავაზობთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სქესი: არ არის შეზღუდვა
ასაკი: არ არის შეზღუდვა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
** სამუშაო ანაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 11:00-18:00 სთ)
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (ფიქს. ხელფასი განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე აპლიკანტის გამოცდილების შესაბამისად; ბონუსს განსაზღვრავს გაყიდვების მენეჯერის მიერ გაყიდული მანქანების რაოდენობა ყოველთვიურად).

ძირითადი ფუნქციები:

** განცხადებების განთავსება სხვადასხვა თემატურ საიტზე;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და დაინტერესებულ პირთათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მომსახურეობის შესახებ;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა;
** გაყიდული მანქანების მონიტორინგი;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის წერილობით/ზეპირ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები/უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პრეზენტაბელური;
** ენერგიული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

MS Office: საბაზისო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიულ ზრდას.

შერჩევის ეტაპები: ინდივიდუალური გასაუბრება.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესიული ცოდნა და პიროვნული მახასიათებლები აკმაყოფილებს ზემო აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: gah.dealership@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე