ბიზნეს იდეების კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს იდეების კონკურსი
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
თანდართული ფაილი: 176372-cida-app.zip
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

"სიდა" ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში" (TESI), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის - სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International).

პროექტის ფარგლებში "სიდა" აცხადებს ბიზნეს იდეების კონკურსს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

** მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის მქონე, განრიდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს მასშტაბით;
** ბიზნეს იდეით მოთხოვნილი თანხა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 1000 ევროს ექვივალენტს ლარში;
** თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს ბიზნეს გეგმით მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 10%-ს;
** დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ბიზნეს იდეის განაცხადის შევსებული ფორმა (დანართში მოცემული სახით);
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, რომელთა ბიზნეს იდეაც გადავა შემდეგ ეტაპზე.

კონკურსის ეტაპები:

** ბიზნეს იდეების კონკურსი და საუკეთესო იდეების შერჩევა;
** შერჩეული იდეების ავტორთა ტრენინგი ბიზნეს გეგმების მომზადებისა და ბიზნესის მართვის საკითხებზე;
** ბიზნეს გეგმების კონკურსი;
** საველე ვიზიტები - ადგილზე არსებული რესურსის შეფასების მიზნით;
** გამარჯვებული პროექტების იდენტიფიცირება სპეციალური კომისიის მიერ;
** საუკეთესო პროექტების ავტორთა აღჭურვა საჭირო ინვენტარით/საშუალებებით;
** დაფინანსებული პირების კონსულტირება და ბიზნესის ფინანსური მონიტორინგი.

საკონკურსო განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი, 18:00 საათი.

შევსებული და კონკურსანტის მიერ ხელმოწერილი აპლიკაციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: Tesi@cida.ge ან ამობეჭდილი სახით მისამართზე: ქ.რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა".

"სიდა" იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მონაწილეს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მისი კონკურსში მონაწილეობის ლეგიტიმურობის დასადგენად.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 592926464 ან მოგვწერეთ მისამართზე: tesi@cida.ge

შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 29 მაისის ჩათვლით.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე