პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Cargon
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 17 ივნ
სტარტაპ კომპანია "კარგონი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"კარგონი" არის სტარტაპ საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი, რომელიც ქმნის ინოვაციურ ონლაინ პლატფორმას ტექნოლოგიის დახმარებით. ჩვენ ვაკავშირებთ ტვირთის გამგზავნს შესაფერის გადამზიდთან ვებ პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ღილაკზე თითის დაჭერის მეშვეობით, შესაძლებელია ფასის წინასწარ დადგენა, ტვირთის საიმედოდ გაგზავნა და გადაადგილების რეალურ დროში მონიტორინგი.

ძირითადი მოვალეობები:

** წლიური მარკეტინგული გეგმის შემუშავება
** მარკეტინგული მიზნის, სტრატეგიის და ტაქტიკის ჩამოყალიბება
** ბაზარზე კომპანიის სწორი პოზიციონირება
** კომპანიის პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა, დასახული სტრატეგიის განხორციელება.
** სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა
** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობა
** დასახული და განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებები ეფექტური შეფასება

რა დაგჭირდებათ:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ანალიტიკური უნარი ბაზრის და კლიენტების ანალიზისთვის
** ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vc@cargon.com და "Subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს მათთან შეთანხმებულ დროს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე