ლოჯისტიკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის ოპერატორი
მომწოდებელი: Cargon
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 17 ივნ
სტარტაპ კომპანია "კარგონი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.

"კარგონი" არის სტარტაპ საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი, რომელიც ქმნის ინოვაციურ ონლაინ პლატფორმას ტექნოლოგიის დახმარებით. ჩვენ ვაკავშირებთ ტვირთის გამგზავნს შესაფერის გადამზიდთან ვებ პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ღილაკზე თითის დაჭერის მეშვეობით, შესაძლებელია ფასის წინასწარ დადგენა, ტვირთის საიმედოდ გაგზავნა და გადაადგილების რეალურ დროში მონიტორინგი.

სამუშაოს აღწერა:

** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა
** ტვირთის მფლობელ კომპანიებთან ურთიერთობა
** სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი
** მიღებული შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი

რა დაგჭირდებათ:

** უმაღლესი განთლება
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში
** აუცილებელია უცხო ენების, რუსული/ინგლისური ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vc@cargon.com და "Subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს მათთან შეთანხმებულ დროს ჩაუტარდებათ ტესტი და გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე