ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა
მომწოდებელი: PR აკადემია
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 21 მაი
PR აკადემია გთავაზობთ, ყველაზე მოთხოვნად, ყველაზე საინტერესო და ყველაზე არაორდინალურ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა საინტერესო თამაშებში, იმოგზაუროს საკუთარ ქვეცნობიერში, მოირგოს ედუარდ დე ბონოს 6 ქუდი, ამოიცნოს საკუთარი ფსიქოტიპი, დახაზოს წარმატების რუქა და აღმოაჩინოს საკუთარ თავში ის შესაძლებლობები, რომელიც შეცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ!

კურსის დასახელება: ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე - 27 შეხვედრა - 81 საათი
კურსის ღირებულება: 860 ლარი

კურსის აღწერა:

** ეფექტური კომუნიკაცია - კომუნიკაციის მიზნები და შედეგები - კომუნიკაციის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები - ტესტი - ინფორმაციის ეფექტი;
** საკუთარი თავის ანალიზი - თვითშეფასების ტესტი - როლები, ფუნქციები, მიზნები. - პოზიციონირება, იმიჯი და რეპუტაცია, ანუ როგორ შევქმნათ საკუთარი ბრენდი - 4D მოდელის შექმნა;
** სოციალური ქცევის ანალიზი - ადამიანის ფსიქოტიპები - ხასიათი და მოტივაცია - თამაში: "დაუსახლებელი კუნძული" - სოციალური "მე"-ს ანალიზი;
** ურთიერთობის ფსიქოლოგია - ურთიერთობების 5 ფსიქოლოგიური ფაქტორი - ტრანზაქტული ანალიზი - კოოპერაცია VS კონკურენცია - თამაში: "ტუსაღის დილემა";
** წარმატების ფსიქოლოგია - ტესტი - დამოკიდებულებები და შეფასება - უიღბლობის მიზეზები და წარმატება - როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავთან? - თამაში - "რა იქნებოდა რომ არ...";
** ემოციების მართვა - როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი? - შიში, ბრაზი, შფოთვა და სხვა ემოციები - ტესტი : თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის შეფასება;
** პოზიტიური აზროვნების შედეგები - როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან? - განწყობის თეორია - თავდაჯერებულობა და თვითმოტივაცია - სავარჯიშო: პოზიტიური აზროვნების ძალა;
** რას მალავს ჩვენი ქვეცნობიერი? - გამოცდილების ზეგავლენა დამოკიდებულებებზე - ფსიქოლოგიური თამაში/ტრანსი: ცხოვრების გზა, მოვლენები და შედეგები;
** სხეულის ენა - სხეულის ენის ფუნქციები და მნიშვნელობა - ზეგავლენის ჟესტები და მათი გამოყენება - სავარჯიშო - თვითპრეზენტაცია;
** როგორ მივაღწიოთ მიზანს? - სურვილები და შესაძლებლობები - სამოქმედო გეგმის ეტაპები - წინააღმდეგობები და თვითმოტივაცია;
** "ცოდნის ადამიანი" - ჰუმანიზმი და ბიჰევიორიზმი, პეტერ დრუკერი, თამაში: "ბირთვული სასაკლაო";
** ქვეცნობიერი - გრძნობები და ფიქრები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს − რა არის ქვეცნობიერი და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში? − არის თუ არა ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის ცნობიერი გონების მსახური? − ქვეცნობიერი სიგნალების გამოხატვა სხეულით − არაცნობიერი რაპორტი − ტესტი - დაფარული ხასიათის შტრიხები;
** ძლიერი მხარე - რა არის ჩემი ძლიერი მხარე? როგორ ვმუშაობ? რა ღირებულებებს ვეფუძნები? რა წვლილი და გავლენა მინდა შევიტანო და სად?
** შიშის ფსიქოლოგია − შიშის მრავალსახეობა − შიშის 6 ფორმა − მიზიდულობის კანონი - რისიც გეშინია, ის მოხდება − ფობია − როგორ ვებრძოლოთ შიშს და ფობიებს? − შიშის ტესტი;
** ედუარდ დე ბონო და მისი ფსიქოლოგიური ქუდები − აზროვნების ტიპები − აზროვნება პრობლემის განხილვის პროცესში − აზროვნებისას 3 ძირითადი სირთულე − ლატერალური აზროვნება, 6 ქუდის მეთოდი − ლატერალური აზროვნება;
** ფილიპ ზიმბარდო "The psychology of evil" - როგორ ხდებიან ადამიანები მონსტრები ან გმირები − ბიჰევიორიზმი როგორც ფსიქოლოგიური მიმდინარეობა − რა არის დამნაშავე თუ ვინ არის დამნაშავე - სისტემა თუ ადამიანი? − 7 პროცესი, რომელიც ადამიანს ბოროტებისკენ უბიძგებს − სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი;
** ტვინი და მისი აგებულება -ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი. -რა შესაძლებლობებს ფლობს ჩვენი ტვინი -ტვინის ნახევარსფეროები, ბალანსი ლოგიკას და აბსტრაქციას შორის -ბალანსი ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს შორის -რა არის კოგნიტიური დისონანსი და როგორ ვებრძოლოთ მას?
** ცვლილებების ფსიქოლოგიური ასპექტები - გარდატეხა, როგორ გავატაროთ ცვლილება, როცა ის ასე რთულია - 3 მოულოდნელი ფაქტი ცვლილების შესახებ; გული გონების წინააღმდეგ - მოძებნეთ ნათელი წერტილები, მიუთითეთ საბოლოო დანიშნულების ადგილი, იპოვეთ შეგრძნება, შეცვალეთ გარემო პირობები, ჩამოაყალიბეთ ჩვევები და შეინარჩუნეთ ცვლილების ტემპი;
** მანიპულაცია, ნაწილი I − თამაშები რომელსაც ადამიანები თამაშობენ − ტესტი ბნელი სარდაფი;
** მანიპულაცია, ნაწილი I I − როგორ ხდებიან ადამიანები მანიპულატორები − ტესტი როგორ გხედავენ სხვები;
** მანიპულაცია, ნაწილი I I I − მანიპულატორის აღიარება, − მანიპულაციიდან აქტუალიზაციაზე გადასვლის გზები − შიშის ტრანსი;
** NLP წარმატების მისაღწევად − რა არის NLP და მისი ძირითადი საკომუნიკაციო მოდელი? − ტვინი და მისი აგებულება, ტვინის და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირი. − NLP პროცესი, რისთვის ვიყენებთ მას? − ტრანსი მისია;
** NLP წარმატების მისაღწევად − სტრესი, სტრესული ფაქტორის გავლენა ადამიანის ცხოვრებისეულ ხედვებზე − NLP -ს ძირითადი დებულებები. − ღუზა - მისი შექმნა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე − ტრანსი - შემოქმედებითობა;
** შემაჯამებელი თამაში.

ტრენერები:

ნათია გოცაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი. PR აკადემიის დირექტორი. სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი. 10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, 5 წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში. ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) სერტიფიკატის მფლობელი პერსონალურ ბრენდინგში. საავტორო პროგრამები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.

ზაზა ქოიავა - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი . საჯარო მმართველობის მაგისტრი. PR აკადემიის ტრენერი NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. სერტიფიცირებული ტრენერი (TOT) ლიდერობაში, Couching-სა და მენეჯმენტში. საავტორო პროგრამები: მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია, ორგანიზაციული მენეჯმენტი.

შეხვედრები გაიმართება კვირაში 3-ჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 საათიდან - 22:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: http://bit.ly/2n9iW4k

ტრენინგის დაწყების თარიღი: 21 მაისი.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 568 58 70 58
მოგვწერეთ: pr@pra.ge
მის: ფიქრის გორა, იაკობ ნიკოლაძის #6
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე