იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
თანდართული ფაილი: 176362-finca-app.zip
"ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: პრობლემური სესხების მართვის განყოფილება
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანტური თანამდებობა: 1

ძირითადი ფუნქციები:

** მოიძიებს, ამზადებს და ახარისხებს შესაბამისი სერვის ცენტრებიდან სამართლებრივი პროცედურებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
** უზრუნველყოფს პრობლემური სესხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასა და მიიღებას;
** უზრუნველყოფს პრობლემური კლიენტებისათვის შესაბამისი კორესპონდენციის გაგზავნასა და მიღებას.
** ამზადებს აპლიკაციებს გამარტივებული წარმოებისათვის.
** ამზადებს სარჩელებსა და განცხადებებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ.
** წარმოადგენს ბანკს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, პრობლემურ სესხთან დაკავშირებულ სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.
** აწარმოებს მოლაპარაკებებს დავალიანების აღმოფხვრისა და/ან მორიგების გაფორმების მიზნით.
** ამზადებს შესაბამის ანგარიშებს მოთხოვნისამებრ და შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
** ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სამართალმცოდნეობაში;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული/საადვოკატო სფეროში, სასურველია საბანკო სფეროში:
** ქართულის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook) - ის ცოდნა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა. (არ განიხილება გამოგზავნილი რეზიუმე "CV"). სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ გამოაგზავნოთ: vacancy@finca.ge გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითოთ "იურისტი".

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2018.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

"ფინკა ბანკი საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

"ფინკა ბანკი საქართველო" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას. "ფინკა ბანკი საქართველოში" კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე