თამაშებისა და ფროდ კონტროლის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: თამაშებისა და ფროდ კონტროლის ოპერატორი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 17 ივნ
"ბეთლაივი" არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში. "ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას თამაშებისა და ფროდ კონტროლის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლასაც.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული გადახდების მონიტორინგი;
** სისტემის პროდუქტების გამართულად მუშაობის შეფასება;
** მონაცემთა ბაზის დამუშავება;
** ტექნიკური უზუსტობების პროგრამული შეფასება და დამუშავება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** სამაგიდო თამაშების წესების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე