ლოგისტიკის პროექტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოგისტიკის პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 29 მაი
ჩვენ, McDonald`s საქართველო, 1999 წლიდან ვოპერირებთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 13 რესტორანში, როგორც თბილისსა და რუსთავში, ისე საქართველოს 3 რეგიონში. ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1000-მდე ახალგაზრდას. კომპანიის კულტურა ეფუძნება პატივისცემასა და სამართლიანობას. ჩვენ ვაფასებთ ღია, კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.

ამჟამად, ვეძებთ ლოგისტიკის პროექტების კოორდინატორს.

რას გთავაზობთ:

** დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
** უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

სამუშაოს აღწერა:

** ლოგისტიკის მიმდინარე პროექტების კოორდინირება საჭირო ფუნქციონალების დროული ჩართვით და ვადების დაცვით;
** ლოგისტიკის ჭრილში ახალი პროექტების გაწერა;
** ლოგისტიკის პროცესების შესწავლა, აღწერა, ოპტიმიზირება და დანერგვა;
** ლოგისტიკური სიახლეების, ინოვაციების გაცნობა, შესწავლა და დანერგვა;
** კომპანიის საერთაშორისო პარტნიორების პროდუქციის ხაზის განვითარება
** ლოკალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება;
** სასაწყობე მეურნეობის მიმართულების განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების განხრით
** ინგლისური ენა (C1)
** რუსული ენა (B2)
** MS Office, Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება FMCG სფეროში პროდუქტის განვითარებასა და პროექტების მართვაში.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი
** რამდენიმე დავალების კოორდინირებულად შესრულების უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@mcdonalds.ge 2018 წლის 29 მაისის ჩათვლით და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე