სერვისის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის ასისტენტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 17 მაი / განახლდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 17 ივნ
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს. "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას სერვისის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

სამუშაო პირობები:

** სერვისის ასისტენტები იმუშავებენ "ლუკა პოლარეს" კაფე-სანაყინეებში და ურთიერთობა ექნებათ მომხმარებლებთან.
** ასისტენტები იმუშავებენ დილის ან საღამოს ცვლებში, მენეჯერთან შეთანხმებით.
** შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მოქნილი გრაფიკით მუშაობა.
** გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

სერვისის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** კაფე- სანაყინის გაღება-დაკეტვა,
** კაფე-სანაყინის მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება,
** პროდუქტების მიღება-ჩაბარება და ვიტრინაში განთავსება,
** გაყიდვების პროგრამასთან, სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა,
** გვიან ღამით ან ადრე დილით მუშაობა განრიგის მიხედვით.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ენერგიული და შრომისმოყვარე,
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული,
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი,
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე, სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, ხოლო მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ხუთ დღიანი ტრენინგი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე