შესყიდვების უმცროსი ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების უმცროსი ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 27 მაი
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

პოზიციის სახელი: შესყიდვების უმცროსი ოფიცერი
ექვემდებარება: უფროსი შესყიდვების ოფიცერს
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი

პოზიციის დანიშნულება: სს "კრედო ბანკის" ყველა ფილიალის ადმინისტრაციული მხარდაჭერა შესყიდვების მიმართულებით.

ძირითადი საქმიანობა და ვალდებულებები:

ზოგადი:

** სს "კრედო ბანკის" ფილოსოფიის, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება სს "კრედო ბანკის" სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;

სპეციფიური :

** შესყიდვების ადმინისტრაციული ამოცანების მართვა და უზრუნველყოფა;
** ტენდერში მონაწილეობის მიღების პროცესში ჩართვა და ორგანიზება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** მომწოდებლების კატეგორიის მიხედვით დალაგება და სისტემაში შეყვანა;
** კრედოს ყველა ფილიალის შესყიდვების ბრძანებების შეგროვება და მომწოდებლისთვის წარდგენა;
** ყოველ ფილიალზე ყოველთვიური ბაზის მიხედვით გაფართოების ანგარიშების განსაზღვრა;
** ყველა ფილიალის ნებისმიერი მომწოდებლის მომსახურების / პროდუქტის შესყიდვის ფორმის ცენტრალიზების შემდეგ დაუყონებლივ გაცნობა და ** ყველა სიახლის სისწორეში დარწმუნება;
** ყველა ბრძანების დროულად მომზადების უზრუნველყოფა მიწოდების ვადების კონტროლი;
** ყველა მომწოდებლის მონაცემების ორგანიზება და განახლება ერთ ფორმატში;
** სხვა დავალებების შესრულება, შესყიდვების მოთხოვნიდან გამომდინარე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები :

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office)
** კარგი ორგანიზებისა და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სწრაფად, ადვილად ათვისებისა და ადაპტაციის უნარი
** გუნდურობა, მოტივირებულობა
** რამდენიმე საქმეზე პარალელურად მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge

სივებს მიღების ბოლო ვადაა: 27 მაისი

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "შესყიდვების უმცროსი ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე