ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: 4ფინანსი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
შ.პ.ს "4ფინანსი" არის გლობალური კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ლიდერია მოკლევადიანი ფინანსური მომსახურების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://4finance.com

შ.პ.ს "4ფინანსი" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ბუღალტრის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** დღიური საბუთების წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება.
** საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით წარდგენა
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა.
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** ACCA-ს მინიმუმ პირველი დონის შესაბამისი ცოდნის ფლობა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამის კარგად ფლობა; MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა);
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; პრობლემის გადაჭრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პროფესიულ ზრდასა და წარმატებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@4finance.com 2018 წლის 30 მაისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე