მიმტანი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
სასტუმროების ქსელი "კრისტალი" აერთიანებს 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვილების კომპლექსებს, სპა ცენტრს ბაკურიანში.
"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტულობით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.

სასტუმრო "კრისტალი" 4* აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე სამუშაოდ.

მდებარეობა: ბაკურიანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** ევროპული და ქართული კერძების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა.
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე

ფუნქცია მოვალეობები:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება;
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** ღვინის სახეობების ზედმიწევნით ცოდნა ;
** ეტიკეტის ნორმებისა და სიახლეების ცოდნა.
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
** სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა სტუმრისათვის;
** გუნდის წევრების მხარდაჭერა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობა: Full Time.

დამატებითი სარგებელი: საცხოვრებლით, კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა (საცხოვრებლიდან ან ბორჯომიდან სასტუმრომდე).

დაინტერესებულმა პირებმაგთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე