იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 5 ივნ
შპს "აპტოს" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

აპტოსი არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს - thread lifting. აპტოსს ეკუთვნის პირველი საერთაშორის პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლება. 2018 წლის მონაცემებით აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღაშია განთავსებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** შემოსულ განცხადებებზე და სამართლებრივი შინაარსის წერილებზე პასუხის მომზადება;
** ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
** კომპანიის სახელით მონაწილეობის მიღება ბიზნეს შეხვედრებში და მოლაპარაკებებში;
** საკანონმდებლო სიახლეების დამუშავება და კომპანიის დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის კომპანიის საქმეებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, იურიდიული განათლება;
** რუსული ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (გამოცდილებაში ჩაითვლება სტაჟირება).

სასურველი მოთხოვნები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** მოტივაციის მაღალი დონე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr@aptos.ge განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე