ტრენინგი - საინვესტიციო პორტფელისა და კაპიტალის მართვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - საინვესტიციო პორტფელისა და კაპიტალის მართვა
მომწოდებელი: თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 11 ივნ
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და თბილისის აუდიტორთა გუნდი გიწვევთ ტრენინგზე: საინვესტიციო პორტფელისა და კაპიტალის მართვა

სატრენინგო პროგრამა შედგენილია CFA (Certified Financial Analyst)-ის მიხედვით
სწავლების ენა: ქართული

ვისთვისაა ეს ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტიციებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ბიზნეს ადმინისტრირების მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, სხვა დაინტერესებული ადამიანები, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა საინვესტიციო მენეჯმენტსა და ანალიზში.

ტრენინგზე განსახილველი თემებია:

** საინვესტიციო ბაზრის ორგანიზება და სტრუქტურა
** ფასიანი ქაღალდების ინდექსები
** საინვესტიციო ბაზრის ეფექტურობა
** საინვესტიციო პორტფელის მართვა
** საინვესტიციო პორტფელის რისკები და შემოსავლიანობა
** პორტფელური ინვესტიციების დაგეგმვა და განხორციელება
** წილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმოხილვა
** კაპიტალის ბაზრის შეფასება
** ტექნიკური ანალიზი

ტრენინგის უპირატესობები:

ტრენინგის უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს პრაქტიკოსი ტრენერი, რომელიც თავისი პრაქტიკული გამოცდილებით მსმენელს საშუალებას მისცემს ამომწურავად გაიგოს ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები.

დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

** ტრენინგი გაიმართება: 15 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში
** ტრენინგის განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 19:00 – 22:00 საათი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საათი, 4 კვირა, (კვირაში სამჯერ 3 საათიანი შეხვედრის ფორმატი)
** ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი


ტრენერი:

ლევან ჯანგულაშვილი - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ACCA -ის წევრი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სერტიფიცირებული აუდიტორი, აუდიტორთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული აუდიტორი, Forex- ზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.

თბილისის აუდიტორთა გუნდი არის DFK International-ის წარმომადგენელი საქართველოში.

როგორ გავიარო რეგისტრაცია:

საკონტაქტო პირი: თამარ ჯანგულაშვილი
მობ: 571851088
ელფოსტა: info@tu.edu.ge
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
http://tu.edu.ge
მისამართი: ეგ. ნინოშვილის 55
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე