ექსელის სასწავლო კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსელის სასწავლო კურსი
მომწოდებელი: Nexia TA Academy
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 17 ივნ
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Nexia International"-ის ქართული წარმომადგენლობის, კომპანია "Nexia TA"-ს ბაზაზე შექმნილი "Nexia TA Academy" გთავაზობთ სასწავლო კურსს თემაზე "MS Excel - პირველი და მეორე დონე".

ტრენინგის მიზანია MS Excel-ის შესაძლებლობათა გაცნობა და მათი გამოყენების უნარების ათვისება. ცხრილების და დიაგრამების აგება, გამოთვლების შესრულება. ასევე, ელექტრონული ცხრილის გაღრმავებული საშუალებების გამოყენება მონაცემთა ანალიზისთვის.

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებული MS Excel პროგრამის გამოყენებასთან.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ შექმნან ნებისმიერი სირთულის ცხრილი, შეასრულონ რთული გამოთვლები, ააგონ დიაგრამები, გრაფიკები, მოახდინონ მონაცემთა სტატისტიკა და ეფექტურად მართოს მონაცემთა ბაზები.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ MS Excel-ის სახელმძღვანელოს ქართულ ვერსიას, რომელიც შემუშავებულია ტრენინგის ექსპერტის მიერ.
ტრენინგის შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

იხილეთ სრული პროგრამა: goo.gl/NYBGRr

დამატებითი ინფორმაცია:

** ხანგრძლივობა: 20 საათი - 10 შეხვედრა;
** პერიოდი: 6 ივნისი - 29 ივნისი;
** ტრენინგის ჩატარების ადგილი: ყაზბეგის გამზ. 14, თბილისი;
** ღირებულება: 350 ლარი.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო პირი: ომარ ტერტერაშვილი
ტელ: 598 751 771
ელ-ფოსტა: omar.terterashvili@nexia.ge
ვებ-გვერდი: www.nexia.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე