ლაბორატორიის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაბორატორიის სპეციალისტი - ბათუმი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 29 მაი
თანდართული ფაილი: 176269-Application Form GE.zip
"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის თანამდებობაზე ბეტონის ლაბორატორიაში.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიის პერსონალის დახმარება;
** ლაბორატორიული ტესტირების ჩატარება ბეტონზე და მის შემადგენელ მასალებზე;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების ხარისხობრივი პარამეტრების ლაბორატორიული შემოწმება;
** მონაწილეობა ახალი რეცეპტების შემუშავებაში;
** შესაბამისი ოქმების, დოკუმენტაციის და რეპორტების მომზადება;
** მიღებული შედეგების ანალიზი .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/ტექნიკურ დარგში)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** სასურველია მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ქონა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 29 მაისისა, 2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე