ანაზღაურებადი სტაჟირება - PR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - PR სპეციალისტი
მომწოდებელი: ISO Consulting
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 16 ივნ
"ISO Consulting" წარმოადგენს მზარდ, დინამიურ კომპანიას მეგობრული გუნდით და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს როგორც ტექნიკური, ასევე ბიზნეს უნარების მქონე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს. ამავდროულად, ჩვენი ორგანიზაცია არის ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd`s-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://isoconsulting.ge

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ჩვენს გუნდში მოტივირებული და შრომისმოყვარე ადამიანების გაერთიანებას და ამჯერად ვიწვევთ ახალ კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი
** სამუშაო გრაფიკი - პირველი 1 თვე თავისუფალი, შეთანხმებით; შემდგომში - სრული, (სწავლის პარალელურად).

ანაზღაურების პირობები:

** სტაჟირების პერიოდში ანაზღაურება - 300 ლარი.
** გამოსაცდელი ვადა - სტაჟირების წარმატებით დასრულებიდან მომდევნო 3 თვე - ანაზღაურება 600 ლარი.
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება ISO Consulting-ში PR სპეციალისტის პოზიციაზე - ანაზღაურება 800 ლარი.
** ანაზღაურების პირობები გადაიხედება ორგანიზაციაში სრულ განაკვეთზე მუშაობის დაწყებიდან 1 წლის სტაჟის შემდეგ.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.
ტესტირება ჩატარდება შემდეგ საკითხებში:

** პროფესიული ტესტი (ინგლისურად)
** ინგლისური ენის ტესტი (გრამატიკა)
** ქართული ენის ტესტი (გრამატიკა)
** უნარ-ჩვევების ტესტი.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი), რომლიც შეიძლება უკავშირდებოდეს PR საქმიანობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან სხვა მომიჯნავე სფეროებში);
** სავალდებულოა - ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა).
** სავალდებულოა - ქართული ენის (გრამატიკის) ცოდნა.
** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Photoshop, CorelDraw ან სხვა მსგავსი პროგრამები.

სტაჟირების პერიოდში ძირითადი ფუნქციები:

** ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
** ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება, მართვა და კოორდინირება;
** ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული პუბლიკაციები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის დამუშავება;
** ოფიციალური წერილებისა და ელ. წერილების მომზადება;
** ISO Consulting-ის ელ. ფოსტის კონტროლი;
** საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება;
** ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება.

გამოცდილება: არ მოითხოვება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "PR სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე