საბანკო ანგარიშსწორების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო ანგარიშსწორების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
"თიბისი ფეის" ფინანსური განყოფილება აცხადებს ვაკანსიას საბანკო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ყოველდღიურად პროვაიდერებისთვის გადასარიცხი თანხების ატვირთვა და გადარიცხვა დადასტურებული ანგარიშსწორების ფაილის საფუძველზე;
** ყოველთვიურად დილერებისთვის საკომისიოს გადარიცხვა გამოგზავნილი ფაილის საფუძველზე;
** ყოველთვიურად დილერებისთვის საკომისიოების დასმა კომპანიის შიდა პროგრამების გამოყენებით;
** დილერების ბალანსის მუდმივი კონტროლი;
** ეროვნული ბანკის რეგულაციის შესაბამისად ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება გაუქმებულ ტრანზაქციებზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
** ყოველდღიურად ამონაწერების და ასატვირთი ფაილების მომზადება და გადაგზავნა ბუღალტერიისთვის;
** ყველდღიურად "Wallet" ბალანსების კონტროლი და თვის ბოლოს ბუღალტერიისთვის შესაბამისი რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საფინანსო, საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია MS Office, Excel-ის სრულყოფილი, საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:

თიბისი ფეი, სს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან. თიბისი ფეი აქტიურად ანვითარებს ონლაინ გადახდების პლატფორმას, ნერგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: - ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე).

გთხოვთ, არაუგვიანეს 30 მაისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcpay.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე