ტენდერი ვებ-საიტის შესაქმნელად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ვებ-საიტის შესაქმნელად
მომწოდებელი: ISFED
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 27 მაი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებს ტენდერს ახალი ვებ-საიტის შესაქმნელად.

განახლებულმა ვებ-საიტმა უნდა წარმოაჩინოს და გააძლიეროს ISFED-ის ბრენდის იმიჯი, ხელი შეუწყოს ორგანიზაციისა და მისი საქმიანობების ვიზუალურად ეფექტურ აღქმას. ახალი ვებ-საიტი მომხმარებელს უნდა აძლევდეს საშუალებას მარტივად და სწრაფად მიაგნოს სასურველ ინფორმაციას ორგანიზაციის, მისი ანგარიშების, კვლევების თუ სხვა პროდუქტების, საქმიანობებისა და სიახლეების შესახებ.

სამუშაოს და ვებ-საიტის ფუნქციონალური აღწერა:

** არსებული საიტის (www.isfed.ge) სრული განახლება;
** თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი;
** ვებ-საიტის მარტივი და ინტუიციური სტრუქტურა;
** მოქნილი და ადვილად მოსახმარი მართვის პანელი (CMS) ფორმატირება-რედაქტირების, სხვადასხვა სახის ფაილების (მაგ: PDF, Excel) დამატების, მულტიმედიის ჩანართების ფუნქციებით;
** სოციალური მედიის პლატფორმებთან ინტეგრირება;
** სხვადასხვა რეზოლუციის მონიტორებსა და მოწყობილობებზე მორგებული დიზაინი (ე.წ. responsive Design);
** საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
** ორგანიზაციის არსებული ვებ-საიტიდან კონტენტის გადატანა და კონტენტზე არსებული ბმულების შენარჩუნება (ე.წ. Permalinks).

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებს, ფიზიკურს პირს ან პირთა ჯგუფს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** შემოთავაზება სამუშაოს სავარაუდო ხანგრძლივობისა და ფასის (დღგ-ს გარეშე) მითითებით;
** შექმნილი ვებ-საიტების პორტფოლიო;
** საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო განაცხადები მიიღება ელ-ფოსტით: hr@isfed.ge არაუგვიანეს 27 მაისისა.

21-დან 25 მაისის ჩათვლით სამუშაო საათებში (10:00-18:00) განაცხადები ასევე მიიღება დალუქული კონვერტის სახით „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში მისამართზე ონიაშვილის ქ. 37, თბილისი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: info@isfed.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე