ტენდერი ქონების დაზღვევაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ქონების დაზღვევაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
თანდართული ფაილი: 176088-Shenobebis ChamonaTvali-Sesavsebi.zip
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ქონების დაზღვევაზე თბილისსა და დასავლეთ საქართველოში.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს სადაზღვევო კომპანიებს ორგანიზაციის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული შენობა ნაგებობების, შიდა მოპირკეთებისა და რემონტის, გარე შემინულობის დაზღვევის მიზნით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ქონების დაზღვევა თბილისსა და დასავლეთ საქართველოში

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება შენობების ჩამონათვალისაგან. დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** პრეზენტაცია.
** ფასები/სადაზღვევო პრემია თითოეული შენობისათვის თანდართულ შენობების ჩამონათვალის ფორმატში ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთვის მისაღებია სადაზღვევო პრემიის ერჯერადი გადახდა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თქვენგან წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე.
** გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია, ე.წ ვორდინგი, სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტორი - ზარალის შემფასებელი ან/და სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების სია და პროცედურის დეტალური აღწერა.

კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე აღნიშნული დოკუმენტაცია პრეზენტაციასთან ერთად ჩაწერილი CD დისკზე, გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი და ე.წ ვორდინგი MS Word-ის ფორმატში.

ქონების დაზღვევის აუცილებელი პირობა:

** დაზღვევის ობიექტია შენობა ნაგებობების, შიდა მოპირკეთებისა და რემონტის დაზღვევა. თანდართულ შენობების ჩამონათვალში შეგიძლიათ იხილოთ ჯამური სადაზღვევო თანხა/ქონების ღირებულება კონსტრუქციული ელემენტებით და შიდა მოპირკეთება-რემონტის ჩათვლით, ასევე შენობის ტიპი (ბინა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ან კერძო სახლი/ცალკე მდგომი შენობა/გარაჟი და ა.შ);
** სადაზღვევო რისკები, კერძოდ: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საჰაერო ტრანსპორტის ან მათი ნაწილების ჩამოვარდნა, სტიქიური უბედურება: ქარიშხალი (ქარის სიჩქარე აღემატება 20 მ/წმ), გრიგალი, ქარბორბალა, შტორმი, სეტყვა, ქვისცვენა, მეწყერი, გრუნტის დაწევა, ყინვის მოქმედება, უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, თავსხმა, მდინარეების ადიდება, მიწისძვრა, ზვავი, გრუნტის დაწევა; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების შეჯახება, დატბორვა/წყლისგან დაზიანება, კვამლით დაზიანება.
** გთხოვთ ცალკე დაგვითვალოთ ჩამონათვალში #2 და #21 საცხოვრებელ 5 სართულიანი კორპუსის 2 სართულზე განლაგებული ბინებისათვის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა 10,000 აშშ დოლარიანი ლიმიტის ფასრგლებში.
** ფრანშიზა დაზიანების შემთხვევაში ზარალის 5% მინიმუმ 500 აშშ დოლარი თითოეულ/ყოველ შემთხვევაზე. სრულ განადგურებაზე 1,500 აშშ დოლარი.

მომსახურების გაწევის ვადები: 1 ივლისი 2018 წლიდან - 30 ივნისი 2019 წლამდე

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ თქვენი კომპანიის დასახელება, პასუხისმგებელი პირის ტელეფონი და ელ.ფოსტა, ტენდერის დასახელება "შენობების დაზღვევა"

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 მაისი, 15:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" უფლებას იტოვებს მოიწვიოს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრაზე დეტალების დაზუსტების მიზნით.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე