ტენდერი ორგანიზაციის ავტომობილების დაზღვევაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ორგანიზაციის ავტომობილების დაზღვევაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 28 მაი
თანდართული ფაილი: 176087-mankanebi-shesavsebi.zip
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ავტომობილების დაზღვევაზე

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ იწვევს სადაზღვევო კომპანიებს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ავტომობილების დაზღვევის მიზნით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება მანქანების ჩამონთვალისაგან/შესავსები ფაილი დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ–გვერდიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** პრეზენტაცია.
** ფასები/სადაზღვევო პრემია თითოეული ავტომობილის დაზღვევისათვის თანდართულ ავტომობილების ჩამონათვალის ფორმატში ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
** გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი და ე.წ ვორდინგი.

კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე აღნიშნული დოკუმენტაცია პრეზენტაციასთან ერთად ჩაწერილი CD დისკზე, გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი და ე.წ ვორდინგი MS Word-ის ფორმატში.

ავტომობილების დაზღვევის აუცილებელი პირობა:

** დაზღვევის არეალი საქართველო.
** უფლებამოსილი მძღოლების სია უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. ამასთან მითითებული სიიდან ყველა მძღოლი უნდა ჩაითვალოს უფლებამოსილად ყველა მანქანაზე.
** გთხოვთ ცალკე დაგვითვალოთ მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა და მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა (ორივე შემთხვევაში ლიმიტი 10,000 აშშ დოლარი).
** რ უნდა იყოს შეზღუდული მინიმალური პრემია ერთი ავტომობილის დაზღვევისათვის.
** პოლისით უნდა იფარებოდეს დაზღვევა ყველა ძირითადი რისკებისგან: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა და მათი მცდელობა; ხანძარი, აფეთქება;მესამე მხარეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა; სტიქიური მოვლენები - წყალდიდობა, დიდთოვლობა, ჰაერის მასების მოძრაობა 25 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით, მეწყერი, ღვარცოფი, მიწისძვრა, სეტყვა; მინების, სარკეების, ცალკეული დეტალებისა და აქსესუარების ცალკეული დაზიანება ან/და ქურდობა.
** ფრანშიზა 0% - ნაწილობრივ ზიანზე, ხოლო გაჩერებული ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირის მიერ დაზიანების შემთხვევაში ფრანშიზის ოდენობა 50აშშ დოლარი. სრული ზარალის შემთხვეაში 1% ზარალიდან მინიმუმ 50 დოლარი.

მომსახურების გაწევის ვადები: 1 ივლისი 2018 წლიდან – 30 ივნისი 2019 წლამდე

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ თქვენი კომპანიის დასახელება, პასუხისმგებელი პირის ტელეფონი და ელ.ფოსტა, ტენდერის დასახელება „ავტომობილების დაზღვევა“

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 მაისი, 16:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი".

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ უფლებას იტოვებს მოიწვიოს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრაზე დეტალების დაზუსტების მიზნით.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე