ავტოსერვისის ხელოსანი - თბილისი, თელავში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტოსერვისის ხელოსანი - თბილისი, თელავში.
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 13 ივნ
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://amboli.ge | http://facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის ხელოსნის, მექანიკოსის ან ელექტრიკოსის პოზიციაზე თბილისსა და თელავში.

შესაბამისი გამოცდილების არქონის შემთხვევაში საქმეს შევასწავლით ადგილზე (შესაბამისი გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები:

** სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა;
** სავალი ნაწილის შეკეთება;
** ძრავის ზეთის შეცვლა;
** აკუმულატორის შეცვლა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 13 ივნისი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე