გრანტების კონკურსი - ვალე, წყალთბილა, პამაჯი, ურავლი, ანდრიაწმინდა, ასპინძა
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრანტების კონკურსი - ვალე, წყალთბილა, პამაჯი, ურავლი, ანდრიაწმინდა, ასპინძა
მომწოდებელი: ტოლერანტი
გამოქვეყნდა: 14 მაი / განახლდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 4 ივნ
თანდართული ფაილი: 175796-1-1.zip
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის - "საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით" ფარგლებში, ასოციაცია "ტოლერანტი" ახალციხის მუნიციპალიტეტის - ვალეს, წყალთბილას, პამაჯის, ურავლის, ანდრიაწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის - ძველის თემებისათვის აცხადებს გრანტების კონკურსს.

საგრანტო პროგრამის მიზანი:

** ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების და მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების/გაფართოების სტიმულირება.
** სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა რელევანტური ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ ეკონომიკური საქმიანობის უფლების მქონე მცირე სამეწარმეო სუბიექტ(ებ)ს. შესაძლებელია ორი ან მეტი სუბიექტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით გაერთიანება. მათი როლი, პასუხისმგებლობები და სარგებელი ცალსახად გამიჯნული უნდა იყოს საკონკურსო განაცხადში.

თანხის მაქსიმალური ოდენობა ერთი სუბიექტისთვის: 6500 ლარის ფარგლებში
პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 4 ივნისი, 2018 (17:00 საათი). განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად asociacia.toleranti@gmail.com ან ამობეჭდილი 1 ეგზემპლარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში მისამართზე: ახალციხე, რუსთაველის ქ # 47, საკონტაქტო პირები ცირა მესხიშვილი 599513622, გოჩა ნათენაძე 599580560, დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ასოციაცია ტოლერანტის ფეისბუქ გვერდზე.

პროექტში განაცხადის შევსება ხდება აპლიკაციის ფორმის მიხედვით. იხ. დანართი.

განაცხადებს განიხილავს საგრანტო კომისია.
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე