საზაფხულო ინტენსიური კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზაფხულო ინტენსიური კურსი
მომწოდებელი: სწავლა და ტრენინგები
გამოქვეყნდა: 14 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
საზაფხულო ინტენსიური კურსი უცხო ენების შესწავლის მსურველთათვის 50% -იანი ფასდაკლებით.

სასწავლო ცენტრი "სწავლა და ტრენინგები"
ტრადიციულად ზაფხულობით აწყობს სპეციალურ "საზაფხულო სკოლას" -
ინტენსიური სწავლების კურსს ინგლისურ და რუსულ ენებში და გთავაზობთ ენის შესწავლა-გაუმჯობესებას თანამედროვე მეთოდით, უმოკლეს დროში.

ეს კურსი უაღრესად პოპულარულია, რადგან დროის მოკლე მონაკვეთში საკმაოდ მაღალ შედეგს მიაღწევთ. მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) საათნახევრიანი ხანგრძლივობით. სასწავლო პროცესს უძღვებიან საერთაშორისო სერთიფიკატის და გამოცდილების მქონე პედაგოგები.

ცენტრში შემუშავებულია უცხო ენის შემსწავლელი კურსი, რომელიც მოიცავს ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარების და ჩამოყალიბებისათვის. თემატურ ტექსტებს, აუდიო მოსმენებს, ტესტებს, გრამატიკას. ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა ხდება ტესტირების (Placement Test) და გასაუბრების შედეგად.

** ერთ თვიანი ინტენსიური კურსი მოზრდილთათვის დაიწყება 25 ივნისს და დასრულდება 25 ივლისს, კურსის ღირებულებაა 120 ლარი

** ერთ თვიანი ინტენსიური კურსი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მეცადინეობები ყოველდღე (შაბათ- კვირის გარდა) 2 საათის განმავლობაში. კურსი დაიწყება 15 ივნისს და დასრულდება 15 ივლისს. კურსის ღირებულებაა 100 ლარი.

** 5 კვირიანი ინტენსიური TOEFL და IELTS მოსამზადებელი კურსი - 250 ლარი

რეგისტრაცია, ტესტირება და გასაუბრება დასრულდება 15 ივნისს.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული ორენოვანი სერთიფიკატი ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონის მითითებით!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: teasisauri@gmail.com
ტელ 551 200 405, 2950012
მის: ცოტნე დადიანის ქ. 19
web: http://studying.gweb.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე