კონკურსი კომუნიკაციის პლატფორმის შექმნაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი კომუნიკაციის პლატფორმის შექმნაზე
მომწოდებელი: რეგიონის განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 მაი / ბოლო ვადა: 28 მაი
თანდართული ფაილი: 175743-regdevcenter-rfp-comm.zip
მდგრადი კერძო-საჯარო დიალოგის ჩამოყალიბება და დაინტერესებული მხარეების ფართო წრის მოზიდვა ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის მდგრადი მექანიზმების განვითარებისათვის
კონკურსი კომუნიკაციის პლატფორმის შექმნაზე


"ბიზნეს პროცესების ეფექტიანად წარმართვა ბოლნისის მუნიციპალიტეტში" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის რეგიონული პროექტის - "მერები ეკონომიკური ზრდისათვის" ფარგლებში. სხვა საკითხებთან ერთად, პროექტი ხელს უწყობს ფერმერებს, მცირე ბიზნესის, საჯარო სტრუქტურებს და მსხვილ ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.

პროექტი ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ; პარტნიორი ორგანიზაციაა "რეგიონის განვითარების ცენტრი".

პროექტის ფარგლებში იქმნება კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმა, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის პარტნიორობი იქნებიან ინდივიდუალური მეწარმეები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, ტურიზმის, ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტირების და გადამუშავების სფეროებიდან. პლატფორმის ფარგლებში დიალოგი, შეუწყობს ხელს პარტნიორების დაახლოებას; ხოლო პლატფორმა, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარ ექსპერტთა ჯგუფს ან საქართველოში რეგისტრირებულ არამომგებიან, არაკომერციულ ორგანიზაციას, ამ სფეროში საქმიანობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილებით.

საქმიანობის განხორციელების პერიოდია 2018 წლის ივნისი 2021 წლის 31 ოქტომბერი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 მაისი, 2018 წ.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bolnisi_project@yahoo.com - ველში "Subject" "პლატფორმის" მითითებით. ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაციის სრულად არ წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დანართში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე