კონკურსი შესაძლებლობების კვლევის ჩატარებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი შესაძლებლობების კვლევის ჩატარებაზე
მომწოდებელი: რეგიონის განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 მაი / ბოლო ვადა: 27 მაი
თანდართული ფაილი: 175742-regdevcenter-rfp-assess.zip
კვლევა ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების თაობაზე

"ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური ფლატფორმის ჩამოყალიბება" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის - "მერები ეკონომიკური ზრდისათვის" ფარგლებში. პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნეს კლასტერის შექმნა და ბოლნისის რეგიონულ აგრო-ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინდივიდუალურ ფერმერებს და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას და ადგილობრივი წარმოების ინტენსიფიკაციას რეგიონის მასშტაბით არსებულ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების გზით. ასევე, ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მარკეტინგი საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით.

პროექტი ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ; პარტნიორი ორგანიზაციაა "რეგიონის განვითარების ცენტრი".

პროექტის ფარგლებსი დაგეგიმილია კვლევა ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის მიწოდება-მოთხოვნის შესაძლებლობების და პერიფერიული მომხმარებლების ინტერესების გამოსავლენად, რომელიც მიზნად ისახავს ბოლნისის ადგილობრივი წარმოების სახეების და მოცულობების შესწავლას. კვლევის შედეგები გამოყენებულ იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ რათა ზუსტად დაგეგმოს ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და შექმნას ბიზნეს მოდელი ბოლნისის აგრო ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის. აგრო ცენტრის მოდელის განხორციელებამ უნდა ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროს განვითარებას.

კვლევვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარ ექსპერტთა ჯგუფს ან საქართველოში რეგისტრირებულ არამომგებიან, არაკომერციულ ორგანიზაციას, ამ სფეროში საქმიანობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილებით.
** სასურველია, კვლევის პროცესში ასევე მონაწილეობა მიიღონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ექსპერტებმა ან ორგანიზაციებმა.

საქმიანობის განხორციელების პერიოდია 2018 წლის ივნისი - 2018 წლის სექტემბერი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 27 მაისი, 2018 წ.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bolnisi_project@yahoo.com - ველში "Subject" "შესაძლებლობების კვლევა" მითითებით. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის სრულად არ წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დანართში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე