ტენდერი გენერატორის შეძენაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი გენერატორის შეძენაზე
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 12 მაი / ბოლო ვადა: 22 მაი
თანდართული ფაილი: 175717-basisbank-conf.zip
ს.ს. "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს სათავო ოფისისათვის გენერატორის შეძენაზე.

შესყიდვის საგანი:

** ერთი ერთეული 450-500კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი 3 ფაზით, ხმის დამხშობი კორპუსით და ავტომატური გაშვებით.
** ასევე შესაბამისი ელ.ფარის და საკაბელო მეურნეობის მოწყობა.

ელ.ფარის და საკაბელო მეურნეობის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების და მასალების შესაფასებლად მობრძანდით ადგილზე.

მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი 1.
დრო: 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.

მომსახურების სახე: მოწოდება, მონტაჟი, შემდგომი საგარანტიო მომსახურება.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ: დებულება კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

** ფასთა ნუსხა
** მონტაჟის პირობები
** საგარანტიო მომსახურების პირობები
** ანგარიშსწორების პირობები;
** მოწოდების ვადები და პირობები;
** რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
** შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი).

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

** ტენდერის დასახელება;
** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
** მიმღების დასახელება (სამეურნეო განყოფილება);
** ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 მაისი (17:00 სთ)

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს. გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.

საკონტაქტო პირი:

სს "ბაზისბანკი", სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი - გოჩა ჩოჩოშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი 1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (+133)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე