ტენდერი კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე
მომწოდებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 10 მაი / ბოლო ვადა: 28 მაი
"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს იურიდიული პირებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის "სტერეოტიპების რღვევის" კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე.

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" არის ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" და "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი".

პროექტის მიზანი:

პროექტის გრძელვადიანი მიზანია ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ.

შესყიდვის ობიექტებია:

** პროექტის სამწლიანი კომუნიკაციის სტრატეგია;
** კომუნიკაციის სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა;
** პროექტის ბრენდის პლატფორმა და ვიზუალური კონცეფცია (ბრენდბუქი).

ტექნიკური დავალება და ტენდერში მისაღებად საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://civilin.org/pdf/n229.pdf
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე