კურსი სულისმეცნიერ. ორიენტირებულ სოც. თერაპიასა და პედაგოგიკაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი სულისმეცნიერ. ორიენტირებულ სოც. თერაპიასა და პედაგოგიკაში
მომწოდებელი: APNSC
გამოქვეყნდა: 10 მაი / ბოლო ვადა: 6 ივნ
კავშირი "ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ", "აღზრდის ხელოვნება"-თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღსა და თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღის კავშირთან ერთად აცხადებს სტუდენტების მიღებას ბაზისურ კურსზე სულისმეცნიერულად ორიენტირებულ სოციალურ თერაპიასა და პედაგოგიკაში.

კურსის მიზანია: სოციალ-თერაპევტების აღზრდა, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში. პედაგოგების მომზადება-გადამზადება. მშობლებისა და მომავალი მშობლებისათვის პედაგოგიური ცოდნის მიწოდება.

კურსის ხანგრძლივობაა სამი წელი. პირველი ორი წელი ეთმობა შემეცნებით კურსს ზოგად ადამიანთმცოდნეობაში და პრაქტიკულ კურსს სოციალურ თერაპიაში. მესამე წელი გულისხმობს სპეციალიზაციას სკოლამდელი და სასკოლო ასაკის პედაგოგიკის სფეროში. სწავლება მოიცავს თეორიულ, მხატვრულ და პრაქტიკულ კურსებს სოციალური თერაპიის სახლში, თბილისის თავისუფალი ვალდორფის ბაღსა და სკოლაში.

კურსის განმავლობაში დამუშავებული იქნება შემდეგი თემები:

** ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება
** ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება
** ადამიანის განვითარების შვიდწლიანი ფაზები. კრიზისული ასაკები
** ცნობიერების ფორმები
** ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება
** ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარება
** ტემპერამენტი და მისი როლი ბავშვის აღზრდაში
** შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები
** საზოგადოება, როგორც სამწევრა ორგანიზმი
** ორგანიზაციის ელემენტები და მისი განვითარების ფაზები
** სოციალური კონფლიქტები და სოციალური სენსიტიურობის გამომუშავება
** განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა
** სულისმეცნიერულად ორიენტირებული პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის ისტორია
** სულისმეცნიერულად ორიენტირებული პედაგოგიკის ძირითადი ასპექტები
** აღზრდის სპეციფიკა სკოლამდელ ასაკში. თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
** აღზრდისა და სხვადასხვა საგნების სწავლების სპეციფიკა სასკოლო ასაკში

მხატვრული საქმიანობები მოიცავს:

** ხატვას
** ძერწვას
** ევრითმიას
** დრამას
** თექისა და რბილი თოჯინების დამზადებას

სწავლა მიმდინარეობს სამუშაოდან მოუწყვეტლად. კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ სერთიფიკატი. საუკეთესო სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა გერმანიის სოციალურ-თერაპიულ ან პედაგოგიურ დაწესებულებაში.

აუცილებელი პირობა: კურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი - არანაკლებ 21 წლის.

მსურველები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად. გასაუბრების დროს მოგეცემათ საშუალება გაეცნოთ კურსის ორგანიზატორებს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ გასაუბრებაზე აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (CV).

ღია კარის დღე და გასაუბრება მსურველებთან - 2018 წლის 6 ივნისს, 17:00 სთ.
სწავლების დასაწყისი - 2018 წლის სექტემბერი.

სოციალური თერაპიის მიზანია:

შესაძლებელი გახადოს განვითარების შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანთა ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამიანის ღირსების შესაფერისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია, საზოგადოების მიერ ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის აღქმა.

სოციალ-თერაპევტის ამოცანაა:

მხარში ამოუდგეს განვითარების შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობებში. ხელი შეუწყოს შრომით, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მის ჩართვას, მასში დამოუკიდებლობის, ინიციატიურობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებასა და გამოვლენას.

სულისმეცნიერულად ორიენტირებული პედაგოგიკის მიზანია:

როგორც სკოლამდელი, ისე სკოლის ასაკის ბავშვის აღზრდა-განათლება, მისი გონებრივი, ინდივიდუალური და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების კანონზომიერებებიდან გამომდინარე.

სულისმეცნიერულად ორიენტირებული პედაგოგის ამოცანაა:

აღზარდოს მსოფლიო მოქალაქე, თავისუფალი, მშვინვიერად მოქნილი და სოციალურად გამართული პიროვნება; მისცეს მას ცხოვრებისთვის და ამ ასაკისთვის შესაფერი განათლება.

კურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

მისამართი: თბილისი, ძმები უბილავების ქ. 8
საკონტაქტო პირი: თამარ დვალიშვილი
ტელ: 0322775485,
ტელ/ფაქსი: 2776307
E-mail: infoapnsc@gmail.com
facebook: APNSC Dayhome
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე