კონკურსი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად
მომწოდებელი: People In Need
გამოქვეყნდა: 10 მაი / განახლდა: 14 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
თანდართული ფაილი: 175405-pin-ngo.7z
კონკურსი პროექტის სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად

"People In Need" (PIN) არის ჩეხური საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში, მთელ მსოფლიოში, და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. ორგანიზაციის საქმიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფოკუსირებულია ოთხ მთავარ სფეროზე: გადაუდებელი დახმარება და თანამშრომლობა განვითარებისათვის; ადამიანის უფლებათა მხარდაჭერა; სოციალური ინტეგრაციის პროგრამები; საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამები. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.

2018 წლიდან PIN ახორციელებს პროექტს "ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" (Human Rights through Documentaries), რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, "TRANSITION" პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტი მოიცავს სენაკისა და გორის მუნიციპალიტეტებს.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ექვსი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაცია - სამი გორის და სამი სენაკის მუნიციპალიტეტში. შერჩეული ორგანიზაციები ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების პროცესში, მათ შორის შესაძლებლობების გაძლიერებისა და საგრანტო კომპონენტებში.

შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტი:

შერჩეული სამიზნე ორგანიზაციებისთვის განხორციელდება გადამზადების კურსები ადამიანის უფლებებსა და დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში, მიმდინარე წლის ივლისსა და სექტემბერში.

საგრანტო კომპონენტი:

სამიზნე ორგანიზაციები მიიღებენ გრანტებს ახალგაზრდებისთვის დოკუმენტური ფილმების ჩვენებების განსახორციელებლად შესაბამის მუნიციპალიტეტებში. ისინი, ასევე, მხარს დაუჭერენ ფილმის ჩვენებების მონაწილე ახალგაზრდებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებაში.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. (უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს).

კონკურსში მონაწილე ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

** ახალგაზრდებთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებულ და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
** არაფორმალური, საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების განხორციელების გამოცდილება (სასურველია, ადამიანის უფლებების მიმართულებით);
** საკმარისი ადამიანური რესურსი პროექტში მონაწილეობის მისაღებად: მინიმუმ ორი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პროექტის შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტში; ფასილიტაციას გაუწევს ფილმებს ჩვენებებს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას. ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გრანტის მართვის სათანადო გამოცდილება და შესაძლებლობა (ანგარიშგება, ფინანსური მართვა და ა.შ.);
** ტექნიკური რესურსი: სივრცე, ფილმების ჩვენებების გასამართად. ასევე სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა (კომპიუტერი, პროექტორი);
** მოტივაცია და ორგანიზაციული მზადყოფნა, პროექტის დასრულების შემდგომ შეადგინოს გეგმა და გააგრძელოს დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენება. ეს უკანასკნელი გრანტის მიღების აუცილებელი პირობაა.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (ხელმოწერილი და სკანირებული, ორგანიზაციის ტიტულიან ფურცელზე).

აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: pinadmin.georgia@peopleinneed.cz, წერილის სათაურში HR-DOC მითითებით.

მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება მხოლოდ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის პირველ ეტაპზე.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მაისი. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ან არასრულად შედგენილი განაცხადები არ განიხილება. განმცხადებლებს დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 30 მაისისა.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან: www.pin.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე