IFRS სტანდარტების პრაქტიკული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IFRS სტანდარტების პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 მაი / განახლდა: 8 მაი / ბოლო ვადა: 4 ივნ
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) ებიტ ჯგუფთან ერთად გთავაზობთ "IFRS სტანდარტების პრაქტიკულ კურსს"

კურსის მიზანი: IFRS სტანდარტების ცოდნის გაღმავება და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენა, მიმდინარე სამუშაო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და ებიტ ჯგუფის (EBIT Group) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენერები: თამარ ჩხატარაშვილი, ვლადიმერ ბეჟაშვილი

კურსის განკუთვნილია: გამოცდილი ბუღალტრების, ფინანსისტების, ანალიტიკოსების და რეპორტინგის სპეციალისტებისთვის;

კურსის თემატიკა:

** ბასს 1 ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** ბასს 8 სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები
** ბასს 10 საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლებები;
** ბასს 2 სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები;
** ბასს 41 ბიოლოგიური აქტივები;
** ბასს 18 ამონაგები;
** ფასს 15 შემოსავალი კლიენტთა კონტრაქტებიდან;
** ბასს 11 სამშენებლო კონტრაქტები;
** ბასს 37 ანარიცხები, პირობითი ვალდებუულებები და პირობითი აქტივები;
** ბასს 16 ძირითადი საშუალებები;
** ბასს 36 აქტივების გაუფასურება;
** ბასს 40 საინვესტიციო ქონება;
** ფასს 5 გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები;
** ბასს 38 არამატერიალური აქტივები;
** ბასს 17 იჯარა;
** ბასს 23 სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები;
** ფასს 10 კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები;
** ბასს 28 ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში და ერთობლივი საქმიანობა;
** ბასს 24 დაკავშირებულ მხარეთა ახსნა განმარტებითი შენიშვნები;
** ფასს 1 ფასსის პირველადი გამოყენება;
** მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სტანდარტის მიმოხილვა, ძირეული განსხვავებები ;
** პრაქტიკული ქეისების განხილვა.

კურსის განრიგი:

** კურსის დასაწყისი: 4 ივნისი
** კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** კურსის პერიოდულობა: ორშაბათი, ოთშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 (საათი)

საფასური და რეგისტრაცია:

** კურსის ღირებულება 950 ლარი.
** საფასურის გადახდა უნდა მოხდეს დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე.

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია - ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 514 111171
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე