პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 მაი / ბოლო ვადა: 8 ივნ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს მიღებას პრაქტიკული ბუღალტერიის კურსზე.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

კურსი ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ორი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა ORIS-ში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.GE-ზე.

სწავლების მეთოდი:

** პრაქტიკა;
** ქეისების განხილვა.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

1. სამეწარმეო და საგადასახადო სუბიექტების პრაქტიკული შესწავლა და განხილვა:

** ორგანიზაციის წესდების პრაქტიკულად შექმნა;
** ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკის ჩამოყალიბება.

2. ორგანიზაციის ორი წლის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა და წარმოება:

** სასაქონლო ზედნადები;
** ანგარიშ-ფაქტურა;
** საგადახდო დავალება;
** ინვოისი;
** სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი;
** ავიზო;
** სახელფასო უწყისი;
** საბაჟო დეკლარაცია.

3. ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება და წარდგენა:

** საშემოსავლო;
** დღგ;
** ქონება;
** მოგება.

4. გარდა მიმდინარე გადასახადებისა, შეისწავლება დარიცხული წლიური საავანსო გადასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები:

** ქონება;
** მოგება.

5. ორგანიზაციაში ისეთი კაზუსების გარჩევა როგორიცაა: სესხი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, იჯარა, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები, პარტნიორების მიერ ყოველწლიური დივიდენდებდის გატანა.

6. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS-ის სრულყოფილად შესწავლა.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (36 საათი);
პრაქტიკული კურსის ღირებულება: 350 ლარი;
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი.

პრაქტიკული ლიტერატურა და პირველადი დოკუმენტაცია გადმოგეცემათ საჩუქრად. კურსი გულისხმობს შუალედურ და საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას. კურსდამთავრებულებზე გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე