ტენდერი სასტუმროებისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სასტუმროებისთვის
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 3 მაი / განახლდა: 4 მაი / ბოლო ვადა: 21 მაი
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს სასტუმროებისთვის თანამშრომლების გასვლითი ტრეინინგის უზრუნველყოფის მიზნით.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს სასტუმროებს თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის თანამშრომლებისათვის გასვლითი ტრეინინგის უზრუნველყოფის მიზნით.

თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 27 ადამიანს, 22-27 ივნისის ჩათვლით. ტრეინინგი ჩატარდება ორ ეტაპად, 3 დღე/ღამე, სამჯერადი კვება, საკონფერენციო დარბაზი 4 დღით.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, web ან facebook მისამართი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის სასამართლო დადგენილება ან ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით)
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოს შესრულების შესახებ;
** შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა

მომსახურების გაწევის ვადები: პირველი ნაკადი 22 - 25 ივნისი ( 17 პერსონა) + შეხვედრის ოთახი , მეორე ნაკადი 25 - 28ივნისი ( 10 პერსონა)+ შეხვედრის ოთახი.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "თანამშრომლების გასვლითი ტრეინინგი" ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 21 მაისი, 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე4-ე პლატო, ავთო ვარაზის ქ N40. 0183, თბილისის SOS ბავშვთა სოფელი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე