ზრდასრულთა განათლების ცენტრი იმერეთის რეგიონში
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზრდასრულთა განათლების ცენტრი იმერეთის რეგიონში
მომწოდებელი: DVV International
გამოქვეყნდა: 2 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში თავის საქმიანობას ახორციელებს 2002 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კონცეფცია და წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების და ზრდასრულთა განათლების გზით სიღარიბის დაძლევაში. (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dvv-international.ge)

2006 წლიდან DVV International-მა 10 ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრი დაარსა საქართველოში, კერძოდ, კახეთში, ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო-სვანეთში და რაჭაში.

ცენტრები უზრუნველყოფენ მოსახლეობას ფართო სპექტრის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და საქმიანობით, რომელიც მიმართულია დასაქმების პერსპექტივის, ბენეფიციარების თვითგანვითარების და მათი ცხოვრების დონის ამაღლებისკენ. ყოველწლიურად დაახლოებით 10000 ადამიანი იღებს მონაწილეობას პროფესიულ, უცხო ენების, კომპიუტერების, ბუღალტრულ, მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და სამოქალაქო განათლების პროგრამებში, ასევე სხვა მრავალ საზოგადოებრივ და სათემო ღონისძიებაში.

2018 წელს DVV International - საქართველო გეგმავს ახალი საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას იმერეთის რეგიონში. ცენტრი სრულად ფუნქციონირებას დაიწყებს 2019 წლის გაზაფხულისთვის.

DVV International -ის ზრდასრულთა განათლების ცენტრებთან დაკავშირებული პოლიტიკის თანახმად, გარკვეული დროის შემდეგ (დამოკიდებულია ცენტრის შესაძლებლობებზე) საგანმანათლებლო ცენტრი გადაეცემა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ უკანასკნელის დაფუძნებაში. ახლადშექმნილი ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება DVV International -ის მრავალწლიანი ფინანსური მხარდაჭერით.
DVV International - საქართველო გიწვევთ, დარეგისტრირებულ არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გამოაგზავნოთ ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნით დაინტერესების გამომხატველი წერილი.

ინტერესის გამოხატვის წერილში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ორგანიზაციის გამოცდილება განათლების სფეროში, ხედვა ზრდასრულთა განათლები ცენტრის დაფუძნების ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე და განსაზღვრული უნდა იყოს ცენტრის გახსნა კონკრეტული მუნიციპალიტეტის მითითებით. უპირატესობა მიენიჭება ქუთაისის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ და მოქმედ ორგანიზაციებს. ჩვენს პოტენციურ პარტნიორს უნდა ქონდეს ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე სახელისუფლო სტრუქტურებთან. გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის მიერ ფონდების მოძიების წარმატებული მაგალითები.

წერილის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მაისი.

გთხოვთ, წერილი მოგვაწოდოთ ქართულად და ინგლისურად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@dvv-international.ge აუცილებლად, ელექტრონული წერილის სათაურად (E-mail Subject) მიუთითოთ: ზრდასრულთა განათლების ცენტრი იმერეთის რეგიონში.
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე