დიპლომატიური კონფერენცია - ნიუ-იორკი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიპლომატიური კონფერენცია - ნიუ-იორკი
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 25 აპრ / ბოლო ვადა: 25 მაი
გაემგზავრე ამერიკაში ახალგაზრდულ კონფერენციაზე და გახდი შენი ქვეყნის ელჩი!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ახალგაზრდებს 12-დან 29 წლამდე გიწვევთ დიპლომატიურ კონფერენციაზე ნიუ-იორკში, რომელიც გაიმართება 2018 წლის 15-20 აგვისტოს.

პროექტი შესაძლებლობას გაძლევთ, განივითაროთ დიპლომატიური, მოლაპარაკებების წარმოების, დებატების უნარები. კონფერენციაზე თქვენ გახდებით გაეროს დელეგატები და თქვენ მოსაზრებებს წარადგენთ სიმულაციურ ასამბლეაზე. თანატოლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მონაწილეობას მიიღებთ სხვადასხვა აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.

პროექტში მონაწილეობის საფასურია 2000 დოლარი, რაც მოიცავს:

** მონაწილეობას პროექტში დელეგატის სტატუსით;
** საერთაშორისო სერთიფიკატს;
** ყველა საკონფერენციო მასალით უზრულველყოფას;
** სავიზო პროცედურებისთვის მომზადებას;
** საცხოვრებელს
** რეგისტრაციის საფასურს.

აღნიშნული თანხა არ მოიცავს მგზავრობის ხარჯს და სავიზო მოსაკრებელს.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://goo.gl/dvPXox

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ნომრებზე: +995 (32) 2 238234, 593 737195, 574 334777.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე