აკადემიური პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური პერსონალი
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 აპრ / ბოლო ვადა: 8 ივნ
შპს "საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსებს ფინანსების და მენეჯმენტის სპეციალობებით აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ საშტატო ერთეულებზე:

1. ფინანსები - ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (სრული განაკვეთი);
2. მენეჯმენტი - ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (სრული განაკვეთი);

აკადემიური პერსონალის დატვირთვა მოიცავს, როგორც სტუდენტებთან სააუდიტორიო შეხვედრებს და სალექციო მასალის პრეზენტაციას, ასევე სასწავლო კურსის/კურსების მასალების მომზადებას და მათ ტესტირებას, სტუდენტთა ნაშრომების შეფასებას და უკუკავშირის მიცემას, სტუდენტების კონსულტირებასა და საჭირო რჩევების მიცემას (არა მხოლოდ კურსის ფარგლებში, არამედ ზოგადად კარიერაში და საქმიანობაში), კვლევასა და სწავლების განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირებასა და განახორციელებას, სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერასა და სხვადასხვა სერვისებში მონაწილეობას.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 4,680 ლარს (დარიცხული).

საბუთების მიიღება იწარმოებს 2018 წლის 28 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10-17 საათამდე;

კონკურსის ჩატარდება და შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდება 2018 წლის 11 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით;

შპს "საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის" "აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების დებულების" თანახმად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთმოყვანილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთს:

აკადემიურ პერსონალად არჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები

ფინანსების სპეციალობით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთმოყვანილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთს:

ა. აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი ან/და პრაქტიკული პროექტი;
ბ. აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფინანსების სპეციალობით სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი ან/და პრაქტიკული პროექტი;
გ. ფინანსების სპეციალობით პროფესიული მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილების ქონა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი ან/და პრაქტიკული პროექტი;

მენეჯმენტის სპეციალობით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთმოყვანილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთს:

ა. აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი ან/და პრაქტიკული პროექტი;
ბ. აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, მენეჯმენტის სპეციალობით სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი ან/და პრაქტიკული პროექტი;
გ. მენეჯმენტის სპეციალობით პროფესიული მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილების ქონა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი ან/და პრაქტიკული პროექტი;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა. განცხადება;
ბ. ავტობიოგრაფია (CV), სადაც აუცილებელია მიეთითოს სამუშაო გამოცდილება (მათ შორის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში); უსდ იტოვებს უფლებამოსილებას საჭიროების შემთხვევაში მითითებულ ორგანიზაციებში/დაწესებულებებში გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
გ. სამოტივაციო წერილი;
დ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე. ერთი ფერადი ფოტო (3×4);
ვ. აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის ან/და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; თუ დოკუმენტი გაცემულია საზღვარგარეთ, ცნობა მისი ნამდვილობის შესახებ;
ზ. სამეცნიერო ნაშრომების სია და ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)- ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით;
თ. წაკითხული სასწავლო კურსების სია და სილაბუსები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)-ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით;

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მიცკევიჩის ქ. 29 (ნაკვ. 15/39) კორპუსი 1.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე