ეფექტური გაყიდვებისა და მერჩენდაიზინგის კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ეფექტური გაყიდვებისა და მერჩენდაიზინგის კურსი
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 23 აპრ / ბოლო ვადა: 23 მაი
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ ეფექტური გაყიდვებისა და მერჩენდაიზინგის სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსებს!

გაითვალისწინეთ! ტრენინგ-კურსების ჩატარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენაებზე!

შესაძლებელია კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ტრენინგ-ცენტრში, ასევე დამკვეთი ორგანიზაციის ოფისში! სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა!

რაიონში და სხვა ქალაქებში მცხოვრებ პირებს გთავაზობთ ინტენსიური კურსის გავლას და ჩვენს სასტუმროში - "მოგზაურთა სახლში" განთავსებას! თქვენთვის იმოქმედებს ფასდაკლება!

"მოგზაურთა სახლის" შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://www.facebook.com/pg/TravelersHouseTbilisi/photos/?tab=album&album_id=635617943435936

1. ეფექტური გაყიდვების ტრენინგ-კურსი

მიზნობრივი ჯგუფი: გაყიდვების მენეჯერები (როგორც საცალო ისე კორპორატიული), სატელეფონო კონსულტანტები, კლიენტ მენეჯერები, კატეგორიის მენეჯერები. აგრეთვე ნებისმიერი პიროვნება რომელსაც სურს დაეუფლოს გაყიდვების ეფექტურ უნარ ჩვევებს.

კურსის მიზანი:
** ტექნიკის შესწავლა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც განაპირობებენ წარმატებას გაყიდვების სფეროში, ტელეფონით მოლაპარაკების წარმოებისას და პირისპირ შეხვედრების დროს;
** როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ყოველი სატელეფონო საუბრიდან და კლიენტთან კონტაქტისას;
** გაყიდვების პროცესის მიმართ სისტემური მიდგომის ფორმირება, მოლაპარაკებების წარმოება გარიგების წარმატებით დასრულებაზე;
** გაყიდვების პროცესში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და მსგავსი ტიპის პრეცედენტების განხილვა.

ტრენინგის გეგმა:

** თეორიული განხილვები და პრეზენტაცია
** პრაქტიკული ქეისები და დისკუსია

გაყიდვების ზოგადი მიმოხილვა:

** რა არის გაყიდვები;
** გაყიდველის ძლიერი მხარეები
** კლიენტის მოძიება
** კონტაქტის დამყარება
** მოთხოვნის დადგენა
** შეთავაზების გაკკეთება
** წინააღმდეგობები და მათთან ბრძოლის მეთოდები
** ყველაზე გავრცელებული შეცდომები გაყიდვებში
** გაყიდვების დასრულება

2. გაყიდვების მენეჯმენტი

** გაყიდვების მართვის კონცეფცია
** გაყიდვების განაყოფის სტრუქტურა და მართვა, სავაჭრო გუნდის მართვა
** კატეგორიების მენეჯმენტი, ასორტიმენტის მართვა კატეგორიების მიხედვით
** გაყიდვების პროგნოზირება
** კორპორატიული გაყიდვები
** კონტენტ მენეჯმენტი
** დებიტორული დავალიანების მართვა
** ATL & BTL აქტივობები
** მიმზიდველი ასორტიმენტი
** ატმოსფერო, მუსიკა და სურნელი მაღაზიაში
** ფასწარმოქმნა და ფასების აღქმა
** ლოიალობის ბარათები, ფასდაკლებების სისტემა
** მოლაპარაკების და მომხმარებელზე "ზემოქმედების" უნარები
** მომხმარებლების ტიპები

3. სატელეფონო გაყიდვები

** სატელეფონო გაყიდვების სპეციფიკა. "ცივი" ზარები;
** შემომავალი ზარების მიღების წესები
** სატელეფონო გაყიდვების ეტაპები;
** სატელეფონო გაყიდვების პროცესში დაშვებული შეცდომები;
** პირდაპირი გაყიდვების ტაქტიკა და ტექნიკა;
** მოლაპარაკების განხორციელების წესები და ეტაპები;
** შეკითხვების ფორმები და მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** წინააღმდეგობების გადალახვა.
** გარიგების დადება და მისი "დახურვის" წესი;
** პრაქტიკული სიტუაციური ქეისები.

4. აქტიური გაყიდვების ტექნიკა

** ვიზიტის დაგეგმვა და მომზადება;
** კომუნიკაციის დამყარება შეხვედრის დროს. პრეზენტაციის ტექნიკა. ურთიერთობის დისტანციები;
** კლიენტის შესაძლებლობების და მოთხოვნილებების გამოვლენა. შეკითხვების ტექნიკა:
** შეთავაზების არგუმენტირება
** კლიენტის ინტერესი შესყიდვის მიმართ;
** კორპორატიული გაყიდვების ტექნიკა

თვითმენეჯმენტი:

** საკუთარი სამუშაო დროის ორგანიზაცია;
** პირადი ტაიმ მენეჯმენტი - მუშაობის პრიორიტეტები;
** შედეგების შეჯამება.

საათების რაოდენობა: 20 სრული საათი.
ღირებულება - 5 კაციან ჯგუფში - 350 ლარი
6 - 12 კაცამდე ჯგუფში - 300 ლარი
12 - 17 კაცამდე ჯგუფში - 260 ლარი

2. მერჩენდაიზინგი

პრაქტიკული მერჩენდაიზინგი!

გაითვალისწინეთ! ტრენინგ-კურსის ჩატარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე!

პროფესიონალურად შესრულებული მერჩენდაიზინგის მომსახურეობა ითვალისწინებს:

** სავაჭრო ფართობების გამოყენების ეფექტიანობის მაჩვენებლების დადგენას;
** პრიორიტეტული სახის პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრას;
** პროდუქციის კატეგორიების მიერ, სავაჭრო ფართობების "შევსებადობის პრინციპის" დაცვას და ე.წ. პროდუქციის "კონცენტრაციის ინდექსის" გაანგარიშებას;
** ფასების ცვალებადობის მიმართ - სამომხმარებლო მოთხოვნის ცვლილების დონის ("ელასტიურობის") დადგენას;
** მაღაზიების ტიპების გათვალისწინებით - სავაჭრო მოწყობილობით დატვირთვის კოეფიციენტის გაანგარიშებას და ა.შ.

ყველაფერი ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - გაყიდვების გაზრდას!

ხშირად თვლიან, რომ მერჩენდაიზინგი არის მსხვილი სუპერმარკეტების პრეროგატივა - რაც არის მცდარი აზრი.
მიუხედავად იმისა, ეს მსხვილი სუპერმარკეტია, საშუალო თუ მცირე ზომის სავაჭრო ობიექტი ანდა სპეციალიზირებული მაღაზია - ყველასათვის ძალზედ მნიშვნელოვანია მერჩენდაიზინგის გამოყენება!

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საწყის ეტაპზე "სავაჭრო ნიშნის" მქონე სუპერმარკეტების მიერ გამოყენებული "პროდუქციის პლანოგრამები" და ე.წ. Merchandising-Book-ის სტანდარტები - ეფექტიანია მხოლოდ პირველი თვეების განმავლობაში, რის შემდგომაც აუცილებელი ხდება მერჩენდაიზერის აქტიური ჩართვა.

მიუდეგით თქვენს სავაჭრო ობიექტის ექსპლუატაციას პროფესიონალურად, გამოიყენეთ მერჩენდაიზინგის მიღწევები და გაზარდეთ თქვენი კონკურენტუნარიანობის დონე - გაყიდვების ზრდასთან ერთად!

"პროუქცია, რომელიც თავის თავს თვითონ ყიდის!"

მაღაზიაში პროდუქციის სპეციფიური განლაგება, რის შედეგადაც გაყიდვების ოდენობა იზრდება მინიმუმ 35%-ით!

მერჩენდაიზინგის აუდიტის პროგრამა:

** პროდუქციის კატეგორიების თავსებადობის შეფასება;
** Cross-Merchandising - გამოყენების შესაძლებლობების დადგენა;
** სავაჭრო ფართობების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** სავაჭრო მოწყობილობის განთავსების შეფასება;
** პროდუქციის "პლანოგრამების" სისწორის და Facing-ის შეფასება;
** გახადეთ თქვენი სავაჭრო ობიექტი ბევრად მოიმგებიანი - მერჩენდაიზინგის პრაქტიკის გამოყენების საშუალებით!

ტრეინინგის პროგრამა:

** მერჩენდაიზინგის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები;
** მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგია;
** მოთხოვნის და გაყიდვების "ელასტიურობის" მაჩვენებელი;
** პროდუქციის პოზიციონირება და განლაგების წესები;
** ტიპიური შეცდომები მერჩენდაიზინგში;
** მერჩენდაიზინგის ინფორმატიულობის მეთოდები და საშუალებები;
** "პლანოგრამის" ძირითადი წესები;
** ასორტიმენტის პოლიტიკის გატარების პრაქტიკა;
** სავაჭრო ობიექტის დაგეგმარების სპეციფიკა და სასარგებლო ფართის გაანგარიშების წესი;
** სავაჭრო სივრცეების ეფექტიანობის მაჩვენებლები;
** ასორტიმენტის კონცენტრაციის დონის დადგენა;
** მერჩენდაიზინგში გაწეული დანახარჯების ეფექტიანობა;
** Paretto - ს მეთოდი და მოთხოვნილების დადგენა;
** გაყიდვების სტიმულირების მექანიზმები;
** სასაქონლო მარაგების მართვისმ ეთოდები;
** დისტრიბუტორისა და სავაჭროო ბიექტის მენეჯერის ურთიერთობის სპეციფიკა;
** Merchandising - Book - ის შედგენის მეთოდი.

კურსს უძღვება გაყიდვების მართვის ექსპერტი, მოწვეული პრაქტიკოსი ტრენერი!

პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა - მინიმუმ 35%-ით ერთ თვეში!

საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე - მერჩენდაიზინგი სპრინციპების დაცვით, გაყიდვების მოცულობა იზრდება 20% დან - 100% მდე !

ტრენინგის მოცულობა: 12 საათი. სულ: 6 ლექცია - 2 საათიანი
ღირებულება - 5 კაციან ჯგუფში - 260 ლარი
6 - 12 კაცამდე ჯგუფში - 220 ლარი

აღნიშნული ტრენინგ-კურსების გავლის შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

კორპორატიული მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი სპეციალური შეთავაზება!!!

კორპორატიულ პირებს გთავაზობთ; შაბათ-კვირის ექსპრეს ტრენინგების ჩატარებას ქალაქგარეთ, (ლისის ტბასთან) სასტუმრო "რანჩოს" სატრენინგო აუდიტორიაში!


მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154, ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი" მე-4 სართული, ოფისი № 6

ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.

ვებ გვერდი: http://www.intelc.ge ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts "რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე