საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 16 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით
ანაზღაურება: 1000 ლარიდან

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განხორციელება;
** პარტნიორ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარება;
** არსებული თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის ორგანიზება;
** ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (ERASMUS + და სხვა) ადმინისტრირება;
** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
** საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება;
** საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება;
** საერთაშორისო მივლინებებსა და საქმიანი ვიზიტების განხორციელება;
** წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. საზღვარგარეთ ან/და საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (რუსული ენის ფლობა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად);
** საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint და ინფორმაციის მოძიება);
** უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@seu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

1. რეზიუმეს / CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: http://www.seu.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე